вторник, 12 ноября 2019 г.

ისტორიის წრე. მე-7 კლასი ,,თამარიანი"





ისტორიის მოყვარულთა წრე: ,,თამარიანი’’.
ხელვაჩაურის რაიონ სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში შეიქმნა ისტორიის მოყვარულთა წრე ,,თამარიანი’’.
სამიზნე ჯგუფი: საბაზო საფეხურის მოსწავლეები VII კლასი.

1.გოგიტიძე ნინი;                                5.ქამადაძე შოთა;
2.ფევაძე ირინა;                                    6.სურმანიძე ნია;
3.ფუტკარაძე სალომე;                        7.დიასამიძე ლიკა;
4.სურმანიძე ნინი;                               8.წიწნაძე ანრი;


წრის კურატორი: საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ისტორიის პედაგოგი ცისანა ნაგერვაძე.
მიზანი: შეისწავლონ პოლიტიკური მოღვაწეების ბიოგრაფია,მათი გატარებული რეფორმები პიროვნების დადებითი და უარყოფითი თვისებები,მოსწავლეები შეძენილი ინფორმაციით შეძლებენ და ეცოდინებათ თუ რა მნიშვნელობა ჰქონდათ ამ პოლიტიკურ ფიგურებს.
განუვითარდებათ: ინფორმაციის მოძიების,დახარისხებას  სხვისი აზრების გაზიარებას, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი აზროვნების მსჯელობის ანალიზის პრეზენტაციის წარდგენის უნარი.
თემატიკა: პოლიტიკური პიროვნებები, მმართველური მხედართმთავრები, ფილმის ჩვენება.
საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობას.
რესურსები: პლაკატები, კომპიუტერი, დამატებითი ლიტერეტურა, სახელმძღვანელო, კალამი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები.
აღწერა: წრის მონაწილე მოსწავლეების რეგისტრაცია მოსწავლეთა მშობლებისათვის წრის მუშაობის მიზნის გაცნობა, შეხვედრის განრიგი
მოსალოდნელი შედეგები: საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს ისტორიის საგნისადმი მეტ დაინტერესებას, გაიგებენ ისტორიებს მნიშვნელოვან პირებზე.                  .
დრო: წრის მუშაობა განხორციელდება 2019 წლის პირველი სექტემბრიდან კვირაში ერთხელ ყოველ პარასკევსგაგრძელდება 2019 წლის დეკემბრამდე.
 

                                                    სამუშაო პროგრამა.
N
თარიღი
თემის დასახელება
1
24 სექტემბერი
გაერთიანებული შეხვედრა წრის წევრებთან.
2
8 ოქტომბერი
თემატიკის შერჩევა მოსწავლეების მონაწილეობით
3
15 ოქტომბერი
ალექსანდრე მაკედონელი.
4
29 ოქტომბერი
ნაპოლეონ ბონაპარტი.
5
5 ნოემბერი
დავით აღმაშენებელი.
6
12 ნოემბერი
გიორგი სააკაძე.
7
26 ნოემბერი
შეჯამება.



I შეხვედრა- 24.09.2019

გაერთიანებული შეხვედრა წრის წევრებთან. წრის მონაწილე მოსწავლეების რეგისტრაცია მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის წრის მუშაობის მიზნის გაცნობა,შეხვედრის განრიგი.





II შეხვედრა-1.10.2019

თემატიკის შერჩევა მოსწავლეების მონაწილეობით. წრის წევრებმა ერთობლივი შეთანხმებით გადავწყვიტეთ სამომავლო წრის შეხვედრები.








III შეხვედრა 8.10.2019

მოსწავლეები წინასწარ დაყოფილია წყვილებში, მათ მივეცი მითითებები თუ რა უნდა გაეკეთებინათ ამ თემის ირგვლივ წყვილებს მოძიებული ქონდათ საინტერესო ფაქტები და მოვლენები მაკედონელის ცხოვრებიდან.








IV შეხვედრა-15.10.2019

თემა: ნაპოლეონ ბონაპარტი, მოსწავლეს დაევალა ინფორმაციის მოპოვება, ამოეწერათ ძირითადი თარიღები, იძიებენ სახელმძღვანელოდან და ინტერნეტის მეშვეობით.

V შეხვედრა-29.10.2019

თემა: დავით აღმაშენებელი- ეს თემა მოსწავლეების სურვილით ავირჩიე საწრეო შეხვედრაზე, მოსწავლეებმა გაიხსენეს ისტორია დავით აღმაშენებლის შესახებ, მის მიერ გატარებული რეფორმები,მნიშვნელოვანი ბრძოლები. მოსწავლეებმა გაუშვეს ფილმი საქართველოს ისტორიიდან და შესწავლილი და ნანახი მასალა შეადარეს ერთმანეთს და საბოლოოდ შეაფასეს დავით აღმაშენებლის პიროვნების აღწერა.